სანდრო კობახიძე: ჯერ ბოლომდე მზად არ ვარ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სანდრო კობახიძე: ჯერ ბოლომდე მზად არ ვარ


სანდრო კობახიძე: ჯერ ბოლომდე მზად არ ვარ

ვორსკლაში დაბრუნებულმა სანდრო კობახიძემ გასულ უქმეებზე პირველ მატჩში შეცვლაზე ითამაშა. ჩვენებურმა 70-ე წუთზე შეცვალა დიმიტრი კრავჩენკო. მატჩი კი დონეცკის ოლიმპიკთან ფრედ, 1:1 დასრულდა.

როგორც თავად ფეხბურთელი ამბობს, ჯერ ბოლომდე მზად არ არის სათამაშოდ.

_ რთული მატჩი გამოვიდა, ორივე გუნდს სურდა 3 ქულის აღება. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენი უპირატესობა აშკარა იყო და მოგებას ვიმსახურებდით. მომენტების გამოუყენებლობამ დაგვღუპა და პენალტმა, რომელიც ჩვენ კარში დაინიშნა. გასახდელში ვუყურეთ მომენტს და ვერავინ ვერ გაიგო, პენალტი რატომ დაგვიდეს... რაც შეეხება ჩემ თამაშს, ჯერ ბოლომდე მზად არ ვარ, რადგან სრულყოფილად სულ რამდენიმე დღეა ვვარჯიშობ, ვმუშაოაბ და კონდიციებში შევდივარ... შემდეგი მატჩი ზორიასთან გვაქვს? რა უნდა ვთქვა... ამ ჩემპიონატში ყველასთან შეიძლება მოგება და ყველასთან - წაგება... კარგი მატჩი იქნება, _ განაცხადა კობახიძემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები