კოკლენი 3 კვირას გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კოკლენი 3 კვირას გამოტოვებს


კოკლენი 3 კვირას გამოტოვებს

ლონდონის "არსენალის" საყრდენი ნახევარმცველი, ფრენსის კოკლენი, საკუთარ გუნდს მომდევნო 3 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

"კოკლენი "კიოლნის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ფრენსისი 3 კვირას გამოტოვებს", - განაცხადა "მეთოფეების" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა.

კოკლენმა ინგლისის პრემიერ ლიგის მე-4 ტურში, "ბორნმუთთან" თამაშში (3:0), მუხლის დაზიანება მიიღო და მინდორი უძულებით დატოვა.

ფრანგი ნახევარმცველი "კიოლნის" გარდა "ჩელსისთან", "დონკასტერთან", "ვესტ ბრომვიჩთან", "ბატესთან" და "ბრაიტონთან" გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები