კინი: "ლივერპულს შეუძლია, რომ ჩემპიონთა ლიგა დაივიწყოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კინი: "ლივერპულს შეუძლია, რომ ჩემპიონთა ლიგა დაივიწყოს"


კინი:

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლეგენდარულმა როი კინმა, განაცხადა, რომ "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ მოახერხებს.

"გამოცდილი მოთამაშეები მნიშვნელოვან მომენტებში უბრალოდ ითიშებოდნენ. "ლივერპულის" მცველები ისე მოქმედებდნენ, როგორც სკოლის მოსწავლეები, რამაც შესაძლოა მთავარი მწვრთნელი გააგიჟოს.

ეს ფეხბურთის ყველაზე მარტივი ნაწილია - უბრალოდ თამაშში ჩართვა. მომენტების, ტემპისა და ხარისხის სახით "ლივერპულმა" კარგად იმუშავა, მაგრამ ისინი მარტივ რაღაცეებს ვერ აკეთებენ.

"ლივერპულს" შეუძლია, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ფიქრი დაივიწყოს. თუ ჯგუფიდან გასასვლელად მათ ყველაფერი აქვთ, რაც საჭიროა, აი ფლეი-ოფში კი მადრიდის "რეალი" მათ უბრალოდ დასცინებს", - განაცხადა კინმა.

იურგენ კლოპის გუნდმა ჯგუფური ეტაპი "სევილიასთან" საშინაო მატჩით დაიწყო და ფრედ 2:2 ითამაშა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლივერპული როი კინი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები