რიბერი: "კლუბისადმი უპატივცემულობა არ გამომივლენია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რიბერი: "კლუბისადმი უპატივცემულობა არ გამომივლენია"


რიბერი:

მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილმა ფრანგმა ვინგერმა, ფრანკ რიბერიმ, "ანდერლეხტთან" თამაშში თავისი არასასიამოვნო საქციელი განმარტა და აღნიშნა, რომ მას კლუბისათვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

"თითოეულმა ადამიანმა, რომელიც მიცნობს ან ჩემთან შეხება ჰქონია, იცის, რომ ჩემს ქმედებას კლუბის უპატივცემულობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

მე ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე მართალი და ლოიალური ფეხბურთელი ვიყავი. ვაფასებ ფანებს და კლუბს, რომელმაც დიდი სიყვარული მაჩუქა. ზოგიერთი კი ვერასოდეს გაიგებს თუ რას ნიშნავს შენი გუნდისათვის ყველაფრის გაღება და მათ გამო ვწუხვარ.

ყოველ შეხვედრაში ვცდილობდ, რომ მაქსიმუმი გავაკეთო, რადგან ფეხბურთი მიყვარს და მსურს, რომ ფანები, რომელთაც ძალიან ვუყვარვარ, გავაბედნიერო", - განაცხადა 34 წლის რიბერიმ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში ფრანკმა მოედანზე 78 წუთი დაჰყო და შეცვლით გაბრაზებულმა "ბაიერნის" მაისური გაიხადა და მოისროლა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი ფრანკ რიბერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები