ოფიციალურად: ისკო რეალში 2022 წლამდე დარჩება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოფიციალურად: ისკო რეალში 2022 წლამდე დარჩება


ოფიციალურად: ისკო რეალში 2022 წლამდე დარჩება

მადრიდის "რეალის" ესპანელი ნახევარმცველის, ისკოს მომავალი გუშინ საბოლოო გაირკვა.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ისკომ სამეფო კლუბთან ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ის "რეალში" კიდევ 5 წელი დარჩება.

მიმდინარე სეზონში ისკო ძალიან კარგ ფორმაშია და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა. ზაფხულში მისი შეძენა რამდენიმე კლუბს სურდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ, "რეალთან" 5-წლიანი კონტრაქტი ბრაზილიელმა მარსელომაც გააფორმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები