ჯაბა კანკავა კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჯაბა კანკავა კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს?


ჯაბა კანკავა კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს?

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა კვლავ უგუნდოდაა. მოგეხსენებათ, მან "რეიმსთან" კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.

იტალიური პრესის ცნობით, კანკავას შეძენა "ჯენოას" სურს. მათი მიზანი ნახევარდაცვის ხაზში გაძლიერებაა.

"ჯაბა კანკავა 2015 წელს დნიპროს ლიდერი იყო. მისი გუნდი ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც სევილიასთან დამარცხდა.

ამის შემდეგ მან რეიმსის მაისური მოირგო. კანკავა ხშირად იღებს ყვითელ ბარათებს, მაგრამ ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. ის ამჟამად თავისუფალი აგენტია - გადავა ჯაბა ჯენოაში?" - წერია გამოცემაში.

კანკავას გარდა, ჯენოელები კიდევ რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. "ჯენოამ" იტალიის ჩემპიონატი ცუდად დაიწყო და სამი ტურის შემდეგ მოგება არ აქვს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები