ასაკობრივი ნაკრებების ახალი სქემა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ასაკობრივი ნაკრებების ახალი სქემა


ასაკობრივი ნაკრებების ახალი სქემა

საქართველოში ასაკობრივი ნაკრებების ახალი სისტემა დაინერგა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალგაზრდული ნაკრებების განვითარების ახალ ეტაპს იწყებს. ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მსოფლიოს წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში აპრობირებული სტრატეგია შეიმუშავა.

ამიერიდან, საქართველოში 15-წლამდე ასაკიდან 21-წლამდე ასაკის ჩათვლით, 7 დამოუკიდებელი ასაკობრივი ნაკრები იქნება. რაც ყველა ასაკობრივ ჯგუფში სანაკრებო შეკრებების ჩატარებას, ამხანაგური მატჩების დაგეგმვას და კონკურენტუნარიანი ნაკრების შექმნას გულისხმობს, რაც თავისთავად გაზრდის შანსს,რომ ასაკობრივ ნაკრებებში დიდი გამოცდილების მქონე მოთამაშეებმა არამხოლოდ ასაკობრივ გუნდს მოუტანონ წარმატება, არამედ საბოლოოდ 21-წლამდე და მომავალში ეროვნულ ნაკრებს.

ახალი გეგმის ფარგლებში უკვე ჩამოყალიბდა საქართველოს 20-წლამდე ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელიც ვასილ მაისურაძე იქნება. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული გუნდი იქნება საუკეთესო შანსი იმ მოთამაშეების პროგრესისთვის, რომლებიც 19-წლამდე ნაკრებში ასაკობრივი ზღვარის გამო აღარ ითამაშებენ და სწორედ ვასილ მაისურაძის გუნდი იქნება ძირითადი, 21 წლამდე ნაკრების საბაზისო გუნდი. აღნიშნულ ნაკრებს ექნება ამხანაგური მატჩები, საწვრთნელი შეკრებები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

19-წლამდე ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანი უხელმძღვანელებს. ასევე უკვე დაკომპლექტდა 15-დან 18 წლამდე ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბები.

18-წლამდე ნაკრები: მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე
17-წლამდე ნაკრები: მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე
16-წლამდე ნაკრები: მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძე
15-წლამდე ნაკრები: მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიტაური

სისტემა იყოფა სამ ძირითად ნაწილად,რომელიც ითვალისწინებს ყოველწლიურად 15-დან 17 წლამდე ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელების მონაცვლეობას. აგრეთვე 18 და 19 წლამდე ნაკრებების მთავარი მწვრთნელების იგივე პრინციპით გადაადგილებას.

აღნიშნული სქემა იქნება გარანტი იმის,რომ ყველა ასაკობრივ ნაკრებს ჰქონდეს უწყვეტი ჯაჭვი და მწვრთნელები ფლობდნენ სრულ ინფორმაციას მათ გუნდში გამოძახებულ თითოეულ მოთამაშეზე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები