მარსელო: "რომ არა ბაბუაჩემი, ახლა აქ არ ვიქნებოდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარსელო: "რომ არა ბაბუაჩემი, ახლა აქ არ ვიქნებოდი"


მარსელო:

მადრიდის "რეალის" მცველმა მარსელომ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.

29 წლის ბრაზილიელი "სამეფო კლუბში" 2007 წელს გადავიდა. ახალი კონტრაქტის პრეზენტაციის დროს მარსელომ ბაბუამისი გაიხსენა.

"ბაბუაჩემთან დაკავშირებით ყოველთვის კარგი მოგონებები მაქვს.

ის დღეს ცოცხალი რომ იყოს, ბედნიერი იქნებოდა იმით, რომ ოჯახი გაიზარდა და მე ჩემს კლუბში ბედნიერი ვარ.

10 წელია უკვე "რეალში" ვარ, თუმცა რომ არა ბაბუაჩემი, აქ არ ვიქნებოდი", - განაცხადა მარსელომ.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის ბაბუა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, 25 ივლისს გარდაიცვალა.

გაცნობებთ, რომ მარსელოს ბაბუა ოჯახში ერთადერთი იყო, ვინც შვილიშვილის ფეხბურთზე სიარულს ემხრობოდა. ის ამის გამო სკოლაში ცუდად სწავლობდა, რის გამოც დედამისი გაბრაზებული იყო, თუმცა ბაბუამისი ყველაფერს აკეთებდა, რომ მას ფეხბურთი ეთამაშა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები