როდის მოიგო ბოლოს გუნდმა ზედიზედ 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

როდის მოიგო ბოლოს გუნდმა ზედიზედ 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა?


როდის მოიგო ბოლოს გუნდმა ზედიზედ 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა?

2016 და 2017 წლებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის "რეალი" გახდა.

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მიმდინარე სეზონში ზიდანის გუნდი ლიგის მოგების მთავარი ფავორიტია.

ამ შემთხვევაში "რეალი" გახდება კლუბი, რომელიც ზედიზედ 3-ჯერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. მსგავსი რამ ლიგის ერაში (1992 წლის შემდეგ) არ მომხდარა, თუმცა 1992 წლამდე, როცა ტურნირს ევროპის თასი ერქვა, ასეთი რამ 3-ჯერ დაფიქსირდა.

1955-1960 წლებში იმავე "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 5-ჯერ მოიგო.

1970-1973 წლებში იოჰან კრუიფის "აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოიგო.

1973-1976 წლებში "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოიგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები