ანდრე სილვა: "მადლობა თანაგუნდელებს ჰეთ-თრიქისთვის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანდრე სილვა: "მადლობა თანაგუნდელებს ჰეთ-თრიქისთვის"


ანდრე სილვა:

"მილანის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ანდრე სილვამ, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვენის "აუსტრიასთან" მოპოვებული გამარჯვება შეაფასა.

"მინდა, რომ ჩემს თანაგუნდელებს ჰეთ-თრიქისათვის მადლობა გადავუხადო. ჩვენ ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ.

მიხარია, რომ პარტნიორებთან საერთო ენა გამოვნახე და ვარ იმ გუნდის ნაწილი, რომელშიც თითოეული ფეხბურთელი ერთმანეთისათვის იბრძვის.

კალინიჩის გვერდით თავდასხმაში თამაში მომწონს. სერია ა-ს მომდევნო მატჩებს ძირითადში დავიწყებ თუ არა ამას მხოლოდ მწვრთნელი გადაწყვეტს. საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ, რათა გუნდს დავეხმარო", - განაცხადა 21 წლის პორტუგალიელმა.

"როსონერიმ" ავსტრიაში 5:1 იმარჯვა და სილვამ 3 ბურთის გატანა მოახერხა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი ანდრე სილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები