ვალენსიური დერბი ფრედ დასრულდა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვალენსიური დერბი ფრედ დასრულდა [VIDEO]


ვალენსიური დერბი ფრედ დასრულდა [VIDEO]

ესპანეთის ლა ლიგის მე-4 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი დღეს ნაშუადღევს გაიმართა და საკმაოდ საინტერესო გამოდგა.

"ლევანტემ" საკუთარ მოედანზე მარსელინიოს "ვალენსია" მიიღო და დერბი დაძაბულად წარიმართა. 31-ე წუთზე ანგარიში როდრიგომ გახსნა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ბარდიმ წონასწორობა აღადგინა - 1:1.

მეორე ნახევარი ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა და გოლები აღარ გასულა. ვალენსიური დერბი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

4 ტურის შემდეგ ორივე გუნდს 6 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-5 და მე-6 პოზიციებს იყოფენ.

ლევანტე 1:1 ვალენსია

გოლები: 0:1 - როდრიგო (31'), 1:1 - ბარდი (41').

შემადგენლობები

ლევანტე რაულ ფერნანდესი; პედრო ლოპესი, პოშტიგო, ჩემა, ტონიო; ლერმა (რობერი 46'), კამპანია (დუკურე 82'); ჯეისონი, ბარდი, ივი; ალეგრია (სამუელი 59').

ვალენსია: ნეტო; მონტოია, გარაი, მურილიო, გაია; სოლერი, პარეხო, კონდოგბია, ა.ფერეირა (გედეში 61'); როდრიგო, მინა (ძაძა 73').

მიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები