მანჩესტერი ბენფიკას გარემარბს აკვირდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩესტერი ბენფიკას გარემარბს აკვირდება


მანჩესტერი ბენფიკას გარემარბს აკვირდება

"ბენფიკას" მარჯვენა გარემარბი, ანდრია ჟივკოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესთა სფეროში მოექცა, იტყობინება O Jogo.

ინგლისური კლუბის სკაუტები სერბეთის ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე "ცსკა"-სთან ამ კვირაში გამართულ შეხვედრაში დააკვირდნენ და კმაყოფილებიც დარჩნენ.

ცნობისთვის, რუსულ კლუბთან მატჩში ახალგაზრდა ტალანტმა საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

აქამდე არსებული ინფორმაციით, "ემიუ" ზამთარში სწორედ გარემარბის პოზიციის გაძლიერებას გეგმავს.

პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ სამ შეხვედრაში ჟივკოვიჩმა თავი ერთი ასისტით გამოიჩინა.

"ბენფიკას" ჰავბეკი ერთი წლის წინ "პარტიზანიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები