მანჩესტერი, ინტერი და მილანი რომას ტალანტისთვის იბრძვიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩესტერი, ინტერი და მილანი რომას ტალანტისთვის იბრძვიან


მანჩესტერი, ინტერი და მილანი რომას ტალანტისთვის იბრძვიან

"რომას" მარჯვენა გარემარბი, მირკო ანტონუჩი, რომელიც 2018 წლის ივნისში შეიძლება თავისუფალი აგენტი გახდეს, ევროპის ტოპ კლუბების ინტერესთა სფეროში მოექცა.

იტალიის ახალგაზრდული ნაკრების 18 წლის ფეხბურთელისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი", "ინტერი", "მილანი" და "ლაციო" იბრძვიან, თუმცა "რომას" ანტონუჩისთან კონტრაქტის გახანგრძლივების იმედი აქვს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, "ემიუ" ზამთარში გარემარბის პოზიციის გაძლიერებას გეგმავს.

"შაპეკოენსესთან" (4:1) ცოტა ხნის წინ გამართულ ამხანაგურ მატჩში ანტონუჩიმ ჰეთ თრიქი შეასრულა, გარდა ამისა, იგი "რომას" (U-19) ღირსებას უეფას ახალგაზრდულ ლიგაზეც იცავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები