გენტნერმა ვოლფსბურგთან შეხვედრაში ტვინის შერყევა მიიღო
თარიღი: სექტემბერი 17, 2017, 13:35
"შტუტგარტის" კაპიტანი და ცენტრალური ნახევარმცველი, კრისტიან გენტნერი, "ვოლფსბურგთან" თამაშის მიმდინარეობისას პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"შვაბების" ერთ-ერთი ლიდერი სტუმართა გოლკიპერს, კოენ კასტეელს, შეეჯახა და სერიოზული დაზიანება მიიღო. მას ბელგიელი კიპერის მუხლი პირდაპირ სახეში მოხვდა და მოედანი უმალვე დატოვა.
როგორც "შტუტგარტის" ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, გენტნერის ჯანრმთელობას სერიოზული არაფერი ემუქრება, მაგრამ მას ტვინის შერყევა და სახის ძვლების დაზიანებები აღმოაჩნდა.
ბუნდესლიგის ახალწვეულმა გუშინდელი თამაში მინიმალური ანგარიშით (1:0) მოიგო და მორიგი სამი ქულა მოიპოვა, მაგრამ გენტნერი გაურკვეველი ვადით დაკარგა.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE