რობენი: "თუ ბაიერნს ტიტულების მოგება უნდა, მაშინ რიბერი სჭირდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რობენი: "თუ ბაიერნს ტიტულების მოგება უნდა, მაშინ რიბერი სჭირდება"


რობენი:

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, არიენ რობენმა გერმანიის ჩემპიონატში "მაინცთან" (4:0) მოგებული შეხვედრის შემდეგ თანაგუნდელ ფრანკ რიბერის მხარი დაუჭირა.

გატანილი გოლის შემდეგ, ჰოლანდიელმა აღსანიშნავად რიბერისთან მიირბინა, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

"რიბერი ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია", - ციტირებს რიბერის სიტყვებს Bild.

"თუ ტიტულების მოგება გვინდა, რიბერი გვჭირდება. მასთან ერთად გოლის აღნიშვნა სასიამოვნო იყო", - დასძინა არიენმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები