ლუკაკუ ევერტონის კარში გატანილ გოლს გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლუკაკუ ევერტონის კარში გატანილ გოლს გამოეხმაურა


ლუკაკუ ევერტონის კარში გატანილ გოლს გამოეხმაურა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელმა შემტევმა რომელუ ლუკაკუმ ყოფილ გუნდს - "ევერტონს" გაუტანა და გატანილი გოლი იზეიმა.

"ევერტონის კარში გატანილი გოლი იმიტომ აღ​ვნიშნე, რომ გაფუჭებული ჯარიმის შემდეგ, გოლის გატანა ძალიან გამეხარდა. გამეხარდა ისიც, რომ ჩემმა გუნდმა კიდევ ერთი მატჩი მოიგო.

პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ და უფრო მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო. მეორე ტაიმში კი ევერტონის უკანახაზი მოიშალა", - აცხადებს ლუკაკუ.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ მოედანზე "ევერტონი" 4:0 გაანადგურა და ლიდერობა დაიბრუნა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები