ევროპას ახალი ჩემპიონი ჰყავს - სლოვენიის დამსახურებული გამარჯვება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ევროპას ახალი ჩემპიონი ჰყავს - სლოვენიის დამსახურებული გამარჯვება


ევროპას ახალი ჩემპიონი ჰყავს - სლოვენიის დამსახურებული გამარჯვება

ევროპის ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება სერბეთისა და სლოვენიის ნაკრებებს შორის შედგა.

პირველ ტაიმში სლოვენიელები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ და კომფორტული უპირატესობითაც იგებდნენ.

თუმცა მეორე ტაიმში სერბებმა დონჩიჩის ტრავმის ისარგებლეს, ძალიან მოუმატეს და ერთ მომენტში წინაც კი გავიდნენ.

ბოლო მეოთხედის მე-8 წუთამდე მატჩი ქულა-ქულაში მიდიოდა, მაგრამ სლოვენიელები ბოლოს მაინც გაიქცნენ, 93-85 იმარჯვეს და ევროპის ჩემპიონატიც მოიგეს.

სლოვენიის და ზოგადად დასრულებული ევრობასკეტის გამორჩეული მოთამაშე გორან დრაგიჩი იყო. მათ ფინალში 25 ქულა ჩააგდო.

რაც შეეხება ესპანეთს, ევროპის ვიცე-ჩემპიონებმა რუსეთი ანალოგიური ანგარიშით დაამარცხეს და მესამე ადგილზე გავიდნენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები