მილანმა ბოლო 10 წლის განმავლობაში საუკეთესო სტარტი აიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მილანმა ბოლო 10 წლის განმავლობაში საუკეთესო სტარტი აიღო


მილანმა ბოლო 10 წლის განმავლობაში საუკეთესო სტარტი აიღო

ვინჩენცო მონტელას გუნდმა იტალიის ეროვნული ჩემპიონატის ახალი სეზონი წარმატებით დაიწყო, რასაც სტატისტიკაც მოწმობს.

გასულ უქმეებზე "მილანმა" შინ "უდინეზე" 2:1 დაამარცხა და სერია ა-ს საწყის 4 ტურში მესამე გამარჯვება მოიპოვა.

4 ტურის შემდეგ "როსონერიმ" 9 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება. ეს კი ბოლო 10 წლის განმავლობაში მილანური გრანდისთვის საუკეთესო შედეგია.

"მილანმა" ბოლოს იტალიის სერია ა ამაზე უკეთ 2006/07 წლების კამპანიაში დაიწყო, როდესაც პირველ 4 თამაშში 10 ქულის მოგროვება შეძლო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები