სპალეტი: "ჰანდანოვიჩი ინტერის ბუფონია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სპალეტი: "ჰანდანოვიჩი ინტერის ბუფონია"


სპალეტი:

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, განაცხადა, რომ სამირ ჰანდანოვიჩი გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

"კროტონესთან" მატჩი ნამდვილად არ ყოფილა მარტივი, რადგან მეტოქემ იბრძოლა და გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა.

რამდენიმე მოთამაშემ თავი კარგად წარმოაჩინა, მაგალითად, სამირ ჰანდანოვიჩმა. მისი როლი "ინტერში" ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ჯანლუიჯი ბუფონის "იუვენტუსში", - აღნიშნა სპალეტიმ.

33 წლის სლოვენიელი გოლკიპერი "ნერაძურიმ" 2012 წელს "უდინეზედან" დაიმატა და მას შემდეგ სამირი გუნდის ძირითადი მეკარეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები