ფიოლერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის შემცირების მომხრეა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფიოლერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის შემცირების მომხრეა


ფიოლერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის შემცირების მომხრეა

ლევერკუზენის "ბაიერის" სპორტული დირექტორი, ლეგენდარული რუდიო ფიოლერი, მიიჩნევს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი უნდა შემცირდეს.

"მე ყოველთვის ცალსახად ვამბობდი, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ადრე უნდა დაიხუროს. "ბაიერისთვის" ეს კარგი იქნებოდა.

ჩინებული იქნება თუ ყველა წამყვანი ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატი ამ იდეას დაუჭერს მხარს. ბუნდესლიგა ძლიერი იმით უნდა გახდეს, რომ საკუთარი იდეები რეალობაში მოიყვანოს ისე, როგორც ამას ინგლისელები აკეთებენ", - აღნიშნა ფიოლერმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები