ზიდანმა პსჟ "დატროლა": "რეალში გარკვეულია, თუ ვინ ურტყამს პენალტებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანმა პსჟ "დატროლა": "რეალში გარკვეულია, თუ ვინ ურტყამს პენალტებს"


ზიდანმა პსჟ

"რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი დისკვალიფიკაციის შემდეგ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებით გახარებულია.

გარდა ამისა, სპეციალისტს "პსჟ"-ს ფორვარდების, ედინსონ კავანისა და ნეიმარის კონფლიქტზეც დაუსვეს კითხვა.

მოგეხსენებათ, საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ლიონთან" (2:0) გამართულ მატჩში ურუგვაელმა ბრაზილიელს თერთმეტმეტრიანი არ დაარტყმევინა, შემდეგ კი ფეხბურთელებმა გასახდელში კინაღამ იჩხუბეს.

"კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებით გახარებულები ვართ და ვიმედოვნებ, რომ მსგავსი უკანასკნელად მოხდა", - ციტირებს კლუბის პრესსამსახური ზიდანის სიტყვებს.

"იგი იმდენად ამბიციურია, რომ მისი ახალი რეკორდების არ გამიკვირდება".

"კავანი და ნეიმარი? ვიცით, ვინ ასრულებს ჩვენს გუნდში პენალტებსა და საჯარიმოებს", - დასძინა ზინედინმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები