შიკი ბენევენტოსთან მატჩს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შიკი ბენევენტოსთან მატჩს გამოტოვებს


შიკი ბენევენტოსთან მატჩს გამოტოვებს

"რომას" ახალგაზრდა თავდამსხმელი, პატრიკ შიკი, იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურის მატჩს, "ბენევენტოს" წინააღმდეგ, დაზიანების გამო გამოტოვებს.

რომაული კლუბის ახალწვეულს ბარძაყის პრობლემები აქვს და "მგლებს" ხვალინდელ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

21 წლის ჩეხმა სერია ა-ს წინა ტურში, შინ "ვერონას" წინააღმდეგ, "რომას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა და თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო.

"რომა" იტალიის ჩემპიონატის ახალწვეულ "ბენევენტოს" ხვალ გასვლაზე დაუპირისპირდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა პატრიკ შიკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები