რაინარცი: "კროოსმა ბაიერნი რუმენიგეს გამო დატოვა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რაინარცი: "კროოსმა ბაიერნი რუმენიგეს გამო დატოვა"


რაინარცი:

ლევერკუზენის "ბაიერისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა, შტეფან რაინარცმა, 3 წლის წინანდელი ისტორია გაიხსენა და ტონი კროოსის "ბაიერნიდან" წასვლის შესახებ ისაუბრა.

"ტონი ჩემი მეგობარია და მისი "ბაიერნიდან" წამოსვლის ისტორია მთლიანად ვიცი.

მიუნხენურ კლუბს ტონისთვის 10 მილიონ ევროზე მეტის გადახდა არ სურდა. თუმცა პრობლემა მხოლოდ ფული არ ყოფილა. მას სხვა მოთამაშეების ნდობაც სჭირდებოდა, რადგან კარგად იცოდა, რომ მსოფლიო კლასის ფეხბურთელი იყო.

გვარდიოლამ ყველაფერი სცადა. ის კინაღამ გაგიჟდა, როდესაც "ბაიერნმა" კროოსს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელი იყო, ვინაიდან რუმენიგეს სიტყვას ვერავინ გადავიდოდა", - განაცხადა 28 წლის გერმანელმა.

ტონი კროოსი მიუნხენურმა გრანდმა 2014 წლის ზაფხულში მადრიდის "რეალს" 25 მილიონ ევროდ დაუთმო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები