მონტოლივო სპალთან მატჩს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მონტოლივო სპალთან მატჩს გამოტოვებს


მონტოლივო სპალთან მატჩს გამოტოვებს

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მე-5 ტურში, სტუმრად "სპალის" წინააღმდეგ, "მილანს" რიკარდო მონტოლივო დააკლდება.

გამოცდილ იტალიელ საყრდენს კუნთის მცირე პრობლემები აქვს და "როსონერის" თავკაც ვინჩენცო მონტელას გარისკვა არ სურს, ამიტომაც რიკარდო განაცხადს მიღმა დატოვა.

იტალიური გრანდი სერია ა-ს ახალწვეულს ხვალ დაუპირისპირდება და მონტოლივოს გარდა "მილანს" ანდრეა კონტიც ვერ დაეხმარება, რომელმაც მუხლის ჯვარედინა იოგები გაიწყვიტა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი რიკარდო მონტოლივო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები