VIDEO: მესის პოკერი, ბარსელონას მორიგი გამარჯვება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: მესის პოკერი, ბარსელონას მორიგი გამარჯვება


VIDEO: მესის პოკერი, ბარსელონას მორიგი გამარჯვება

ლა ლიგის მე-5 ტურის მატჩში "ბარსელონამ" "ეიბარი" მიიღო და მეტოქე 6:1 გაანადგურა.

გუნდის ლიდერმა ლიონელ მესიმ 4 გოლის გატანა შეძლო.

არგენტინელმა ანგარიში პენალტით მე-20 წუთზე გახსნა. 38-ე წუთზე თავური დარტყმით გოლი პაულინიომ გაიტანა. 53-ე წუთზე მესის აქტიურობას დენის სუარესის გოლი მოჰყვა.

59, 62 და 87-ე წუთებზე ლიონელ მესიმ სამი გოლის გატანა მოახერხა.

ამრიგად, "ბარსელონამ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ლა ლიგაში "რეალი" 7 ქულით ჩამოიტოვა. ზიდანის გუნდი თავის მატჩს დღეს მართავს. "სამეფო კლუბი" სახლში "ბეტისს" ხვდება (00:00).


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები