მორიენტესი მორატაზე: "ესპანეთში ესპანელ ფეხბურთელებს არ აფასებენ, რეალში უფრო ხშირად" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მორიენტესი მორატაზე: "ესპანეთში ესპანელ ფეხბურთელებს არ აფასებენ, რეალში უფრო ხშირად"


მორიენტესი მორატაზე:

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ფერნანდო მორიენტესმა განაცხადა, რომ ესპანეთში ესპანელ ფეხბურთელებს არ აფასებენ.

მან ეს მაშინ განაცხადა, როდესაც ალვარო მორატაზე საუბრობდა. ახალგაზრდა ესპანელი "სამეფო კლუბმა" "ჩელსიში" გაუშვა და მას კარიმ ბენზემა არჩია.

"ზოგჯერ ესპანეთში, ესპანელ ფეხბურთელებს ისე არ აფასებენ, როგორც უნდა აფასებდნენ. შემიძლია მორატასა და ჩემს ისტორიას შორის პარალელი გავავლო.

ის დიდებული მოთამაშეა და სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან ფანტასტიკური იქნება.

იმის გამო, რომ "რეალი" საუკეთესო გუნდია, მოთამაშე ყოველთვის დიდი პრესინგის ქვეშ არის.

როდესაც ამ გუნდში, 3-4 წელი თამაშობ, ყოველთვის არის საუბარი იმის შესახებ, რომ ცვლილებების დროა და ახალი მოთამაშეები უნდა მივიდნენ. ასეთ დროს კი ცხადია, ვიღაც უნდა წავიდეს.

მსგავსი რამ უფრო ხშირად "რეალში" ხდება, ვიდრე სხვა ესპანურ გუნდებში", - ამბობს მორიენტესი.

1997-2003 წლებში მორიენტესი "რეალის" ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო, თუმცა 2002 წელს ფლორენტინო პერესმა რონალდო დაიმატა და ესპანელი სათადაირგო სკამის ფეხბურთელად იქცა.

ცხადია, ამას არ შეეგუა მორიენტესი და 2003 წელს გუნდი დატოვა. იმავე სეზონში "მონაკო" "რეალს" ჩემპიონთა ლიგაზე შეხვდა და სწორედ მორიენტესმა გამოაგდო ყოფილი გუნდი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები