დენის სუარესი: "არავინ დავობს, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესოა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დენის სუარესი: "არავინ დავობს, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესოა"


დენის სუარესი:

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, დენის სუარესი ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარს აკეთებს.

"ბარსელონამ ძალიან დიდი ანგარიშით მოიგო. 0:0-ზე მეტოქეს ჰქონდა შანსი, რომ ჩვენი კარი დაელაშქრა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. შემდეგ თამაში მთლიანად ჩვენი კარნახით წარიმართა და თითქმის ყველაფერი გამოგვდიოდა.

როტაცია გუნდისთვის სასიკეთოთ მიმდინარეობს. თითქმის ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმაშია და ამას ეს მატჩიც ადასტურებს. რაც შეეხება მესის, უკვე არავინ დავობს, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია", - განაცხადა დენის სუარესმა.

შეგახსენებთ, რომ "ეიბართან" გამართულ შეხვედრაში დენის სუარესმა გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. საბოლოო ჯამში კატალონიელებმა "ეიბარის" დამარცხება გამანადგურებელი ანგარიშით (6:1) მოახერხეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები