ანჩელოტი: "ხამესი ჯერ კიდევ არ არის 100%-ით მზად" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანჩელოტი: "ხამესი ჯერ კიდევ არ არის 100%-ით მზად"


ანჩელოტი:

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი "შალკესთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კომენტარს აკეთებს.

"ჩვენ ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ მთელი 90 წუთის განმავლობაში. რიტმი ძალიან კარგი იყო და დაცვაშიც კომპაქტურად ვიდექით. ხამესმა ძალიან კარგად ითამაშა და გუნდს დიდი საქმე გაუკეთა.

უნდა აღვნიშნო, რომ ხამესი ჯერ კიდევ არ არის 100%-ით მზად იმისთვის, რომ თავისი მაქსიმუმი დადოს მოედანზე. თუმცა, დღეს ჩვენი მოთამაშეები იმდენად კარგები იყვნენ, რომ ძნელია რომელიმე ერთის გამოყოფა", - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გელზენკირხენში გამართული შეხვედრა "ბაიერნის" გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. ხამეს როდრიგესმა გოლის გატანა, პენალტის მოპოვება და საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები