ედერი: "ინტერმა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისთვის უნდა იბრძოლოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ედერი: "ინტერმა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისთვის უნდა იბრძოლოს"


ედერი:

იტალიური "ინტერის" თავდამსხმელმა, ედერმა სერია ა-ს ეგიდით გამართული მე-5 ტურის შემდეგ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ჩვენ ვიცოდით, რომ "ბოლონია" ჩვენ რამდენიმე პრობლემას შეგვიქმნიდა. იგივე მოხდა "ნაპოლის" ბოლონიაში ჩასვლის დროასც, თუმცა ჩვენ "ინტერი" ვართ და 2 ქულა დავკარგეთ. "ნაპოლის" კვლავ სურს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა, ისინი აქ მოსაგებად მოვიდნენ და მოიგეს კიდეც.

"ინტერისთვის" რაიმე მიზნის დასახვა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისთვის აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ", - განაცხადა ედერმა.

შეგახსენებთ, რომ "ბოლონიასა" და "ინტერს" შორის გამართული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები