ანჩელოტი: "ჩინებული თამაში რთული მეტოქის წინააღმდეგ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანჩელოტი: "ჩინებული თამაში რთული მეტოქის წინააღმდეგ"


ანჩელოტი:

"ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი გერმანიის ჩემპიონატის მე-5 ტურში "შალკესთან" (3:0) გამარჯვებით კმაყოფილი დარჩა.

ცნობისთვის, მიუნხენელებმა მიმდინარე სეზონში მეოთხედ იმარჯვეს.

"ჩინებული თამაში რთული მეტოქის წინააღმდეგ. მუშაობას ვაგრძელებთ!", - დაწერა ანჩელოტიმ თვითერზე.

აღსანიშნავია, რომ გელზერკირხენელებთან გამართულ გასვლით მატჩში ხამეს როდრიგესის ბენეფისი შედგა - "რეკორდმაისტერის" კოლუმბიელმა ახალწვეულმა ჯერ პენალტი მოიპოვა, შემდეგ ასისტი გააკეთა, ბოლოს კი გოლიც გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები