მანჩესტერ იუნაიტედი პელეგრინით დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩესტერ იუნაიტედი პელეგრინით დაინტერესდა


მანჩესტერ იუნაიტედი პელეგრინით დაინტერესდა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა "რომას" ახალგაზრდა ტალანტი, ლორენცო პელეგრინი, გადაიბიროს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა 21 წლის იტალიელი ნახევარმცველით დაინტერესდა და მის დამატებას იანვარში ეცდება.

ლორენცო პელეგრინი რომაულმა კლუბმა ამ ზაფხულს "სასუოლოდან" 10 მილიონ ევროდ შეიძინა და სერია ა-ს ახალ სეზონში ორი მატჩის ჩატარება მოახერხა.

ლორენცოს მოქმედი კონტრაქტი "რომასთან" 2022 წლამდეა გათვლილი და მისი სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონ ევროს შეადგენს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები