ვოლფსბურგი ჯეკოს დაბრუნებას ეცდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვოლფსბურგი ჯეკოს დაბრუნებას ეცდება


ვოლფსბურგი ჯეკოს დაბრუნებას ეცდება

"რომას" ცენტრალური თავდამსხმელი, ედინ ჯეკო, შესაძლოა "ვოლფსბურგში" დაბრუნდეს.

"მგლებმა" ტრავმის გამო 32 წლის გერმანელი ფორვარდი, მარიო გომესი, დაკარგეს და "Bild" იტყობინება, რომ "ვოლფსბურგს" მის შემცვლელად ჯეკოს მოყვანა სურს.

31 წლის ბოსნიელი შემტევი რომაულ კლუბში მშვენივრად გამოიყურება და "რომასთან" მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.

ედინ ჯეკო "ვოლფსბურგის" ღირსებას 2007-11 წლებში იცავდა და 111 შეხვედრაში 66 ბურთის გატანა მოახერხა. 2009 წელს მან "მგლებთან" ერთად ბუნდესლიგაც მოიგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები