ნაპოლიმ ისტორია დაწერა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაპოლიმ ისტორია დაწერა


ნაპოლიმ ისტორია დაწერა

იტალიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური შეხვედრა "ლაციოსა" და "ნაპოლის" შორის, სტუმართა გამარჯვებით 1:4 დასრულდა.

ნეაპოლელებმა ამ მოგებით ისტორია დაწერეს. კერძოდ, ამ გუნდმა ფეხბურთის ისტორიაში პირველად, იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 10 შეხვედრა მოიგო.

მიმდინარე სეზონში "ნაპოლიმ" ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივეში დამაჯერებლად იმარჯვა. გუნდს უკვე 19 გოლი აქვს გატანილი, სანაცვლოდ კი მხოლოდ 3 გაშვებული.

იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ნაპოლი" "სპალის" ესტუმრება და ამ კარგი სერიის გაგრძელებას შეეცდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები