ბარსას ფანებმა ბართომეუს წინააღმდეგ უკვე 10 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსას ფანებმა ბართომეუს წინააღმდეგ უკვე 10 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს


ბარსას ფანებმა ბართომეუს წინააღმდეგ უკვე 10 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს

კატალონიის "ბარსელონას" გულშემატკივრები გუნდის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ხოსე მარია ბართომეუს გადაყენებას აპირებენ.

"კამპ ნოუს" ტერიტორიაზე, "ბარსელონას" ბოლო ორ შეხვედრაში გულშემატკივრებმა ბართომეუს წინააღმდეგ უკვე 10 ათასი ხელმოწერის შეგროვება მოახერხეს.

იმისათვის, რომ კატალონიელთა გულშემატკივრებმა ბართომეუს საწინააღმდეგო აქციაში რაიმე შედეგს მიაღწიონ, მინიმუმ 16,6 ათასი ხელმოწერა უნდა შეაგროვონ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები