მონტოლივო სამპდორიასთან მატჩსაც გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მონტოლივო სამპდორიასთან მატჩსაც გამოტოვებს


მონტოლივო სამპდორიასთან მატჩსაც გამოტოვებს
"მილანის" ცენტრალური ნახევარმცველი, რიკარდო მონტოლივო, სერია ა-ს მე-6 ტურის თამაშისთვის გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს.

"როსონერის" ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 32 წლის იტალიელს ბარძაყის პრობლემები აქვს და "სამპდორიასთან" თამაშსაც გამოტოვებს.

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის საწყის ტურებში მონტოლივომ ორი მატჩი ჩაატარა და ერთი ბურთის გატანა მოახერხა. მისი გამოჯანმრთელების ზუსტი ვადები უცნობია.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი რიკარდო მონტოლივო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები