კავანი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კავანი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს


კავანი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს
"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალური თავდამსხმელი, ედინსონ კავანი, შესაძლოა იტალიის ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნდეს.

პარიზულ კლუბში ნეიმარის გადასვლის შემდეგ ურუგვაელი თავს არაკომფორტულად გრძნობს და ბრაზილიელთან პენალტების შესრულებაზე სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, კავანიმ ამ სიტუაციის გამო შესაძლოა გუნდი დატოვოს და სერია ა-ში გადაბარგდეს. მისით წამყვანი იტალიური კლუბები, ტურინის "იუვენტუსი", მილანის "ინტერი" და ედინსონის ყოფილი კლუბი "ნაპოლი" ინტერესდებიან.

30 წლის სამხრეთ ამერიკელი ფორვარდი 2007-10 წლებში "პალერმოს", ხოლო 2010-13 წლებში "ნაპოლის" ღირსებას იცავდა. სერია ა-ში მას სულ 2013 მატჩი აქვს ჩატარებული და 112 ბურთის გატანა მოახერხა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ტრანსფერებიპსჟ ედინსონ კავანი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები