ალისონი: "ახლა ბედნიერი ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალისონი: "ახლა ბედნიერი ვარ"


ალისონი:
"რომას" მეკარემ, ალისონმა, განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში მოპოვებული მუდმივი სათამაშო პრაქტიკით მოხარულია.

"ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემთვის განსაკუთრებული ეტაპია. როგორც იქნა, სტაბილურად თამაში დავიწყე და ჩემი მიზანიც სწორედ ეს იყო. თუმცა უფრო მეტად გუნდის კარგი და ორგანიზებული თამაშით ვარ კმაყოფილი.

პირველ რიგში, გუნდზე ვფიქრობ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. რა თქმა უნდა, ვცდილობ, რომ გოლი არ გავუშვა, მაგრამ ჯერ გუნდზე ვფიქრობ, ამიტომ მზად ვარ საკუთარ კარში ბევრი ბურთი მივიღო თუ "რომა" გაიმარჯვებს", - აღნიშნა ბრაზილიელმა კიპერმა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები