ტიაგო ვოლფსბურგთან მატჩს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტიაგო ვოლფსბურგთან მატჩს გამოტოვებს


ტიაგო ვოლფსბურგთან მატჩს გამოტოვებს
მიუნხენის "ბაიერნს" გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩში, შინ "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ, ტიაგო ალკანტარა დააკლდება.

გერმანული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ესპანელს გარკვეული პრობლემები აქვს და დაისვენებს.

26 წლის ესპანელმა სექტემბრის დასაწყისში ნეკნის დაზიანება სრულიად მოიშუშა და გუნდს დაუბრუნდა, მაგრამ გუშინდელ ვარჯიშზე მცირე დისკომფორტს გრძნობდა.

"ბაიერნს" ტიაგო გამოაკლდა, სამაგიეროდ არიენ რობენი დაუბრუნდა, რომელმაც "შალკესთან" მატჩი გრიპის გამო გამოტოვა, მაგრამ უკვე გამოჯანმრთელდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი ტიაგო ალკანტარა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები