ემერი: "ნეიმარმა უნდა დაარტყას პენალტი თუ კავანიმ?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ემერი: "ნეიმარმა უნდა დაარტყას პენალტი თუ კავანიმ?"


ემერი:

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ თავისი გუნდის პენალტის შემსრულებელზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

როგორც მოგეხსენებათ, "ლიონთან" შეხვედრაში კავანისა და ნეიმარს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ ვინ შეასრულებს პარიზულ კლუბში თერთმეტმეტრიანებს.

"პენალტის მნიშვნელობაზე უნდა ვისაუბროთ. ჩემს გუნდში ძალიან ბევრია ისეთი მოთამაშე, რომელსაც ამ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება შეუძლია. "პსჟ"-ს ორი ბომბარდირი ჰყავს - კავანი და ნეიმარი. ვარჯიშებზე ისინი ასრულებენ თერთმეტმეტრიანებს. ვინ არის მათგან ნომერ პირველი? მთავარი პენალტის გატანაა", - განაცხადა მასიმილიანო ალეგრიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები