ნეიმარმა კავანის ბოდიში მოუხადა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნეიმარმა კავანის ბოდიში მოუხადა


ნეიმარმა კავანის ბოდიში მოუხადა

ცნობილი ფრანგული გამოცემა L'Equipe წერს, რომ ნეიმარმა ედინსონ კავანის ბოდიში მოუხადა.

ლიგა 1-ის გასული ტურის მატჩში, სადაც "პსჟ" "ლიონს" შეხვდა, ურუგვაელსა და ბრაზილიელს შორის კონფლიქტი პენალტის დარტყმის გამო წარმოიქმნა.

"პარი სენ ჟერმენში" თერთმეტმეტრიანებს კავანი ასრულებს, თუმცა ნეიმარმა პრეტენზია გამოთქვა.

ამ ყველაფერს, გასული კვირის განმავლობაში დიდი სკანდალი მოჰყვა.

ფრანგული პრესა წერს, რომ შექმნილი არეულობის გამო ნეიმარმა პირადად კავანის მოუბოდიშა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები