რონალდო: "რეალს ფორვარდი სჭირდება? მზად ვარ დავბრუნდე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდო: "რეალს ფორვარდი სჭირდება? მზად ვარ დავბრუნდე"


რონალდო:

ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო მადრიდის "რეალის" ფორვარდი თემას გამოეხმაურა.

ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ მორატას წასვლის შემდეგ გუნდს შემტევი სჭირდება.

"არ ვფიქრობ, რომ "რეალს" ბოლო წლებში რომელიმე პოზიციაზე უჭირს. გუნდმა უკვე ყველას დაანახა, თუ რისი შესაძლებლობა აქვს.

რაც შეეხება ამჟამინდელ სიტუაციას, ეს მხოლოდ სეზონის სტარტია.

მოხარული ვარ, რომ ბენზემამ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ასევე, "რეალს" რონალდუ ჰყავს, რომელიც შესანიშნავად ასპარეზობს. გუნდის გეგმა იდეალურია.

ბორხა? მან "სოსიედადთან" შესანიშნავად ითამაშა და გოლიც გაიტანა. "რეალს" არა ერთი მოთამაშე ჰყავს, რომლესაც გოლის გატანის ალღო აქვს.

სხვა შემთხვევაში, თუ რაიმე შეიცვალა და საჭიროება გახდა, მე მზად ვარ, რომ ძველ ფორმას დავუბრუნდე და ვითამაშო", - იხუმრა რონალდომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები