VIDEO: ბაიერნმა ალაინს არენაზე ქულები დაკარგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: ბაიერნმა ალაინს არენაზე ქულები დაკარგა


VIDEO: ბაიერნმა ალაინს არენაზე ქულები დაკარგა

ბუნდესლიგის მე-6 ტურის მატჩში "ბაიერნმა" "ვოლფსბურგი" მიიღო და შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულა.

33-ე წუთზე პენალტით ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა. 42-ე წუთზე არიენ რობენმა "რეკორდმაისტერი" ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა წინ.

ალბათ, ყველა ელოდა, რომ "ბაიერნი" 3 ქულას მოიპოვებდა, თუმცა მეორე ნახევარში "ვოლფსბურგმა" ორი გოლის გატანა შეძლო.

57-ე წუთზე მიუნხენელთა კარი არნოლდმა აიღო, საბოლოო წერტილი კი 83-ე წუთზე დიდავიმ დასვა.

ამრიგად, "ბაიერნმა" ბუნდესლიგაში ქულები დაკარგა. 6 შეხვედრიდან ანჩელოტიმ 4 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.



VIDEO: ბაიერნმა ალაინს არენაზე ქულები დაკარგა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები