ფალკაომ ისტორიული რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფალკაომ ისტორიული რეკორდი დაამყარა


ფალკაომ ისტორიული რეკორდი დაამყარა

საფრანგეთის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო შეხვედრა "ლილსა" და "მონაკოს" შორის, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 0:4 დასრულდა.

შეხვედრაში დუბლი გაიფორმა "მონაკოს" კოლუმბიელმა თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ და რეკორდიც დაამყარა.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 11 გატანილი გოლია. 40 წლის შემდეგ, საფრანგეთში პირველად მოხდა ისე, რომ საწყის 7 ტურში მოთამაშეს 11 გოლი გაეტანოს.

11 გოლთან ერთად, ფალკაოს ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაცაა. მისი გუნდი კი 18 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები