არსენალი მერტენსით ინტერესდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არსენალი მერტენსით ინტერესდება


არსენალი მერტენსით ინტერესდება

ლონდონის "არსენალი" "ნაპოლის" უნივერსალური შემტევიტ, დრის მერტენსით, ინტერესდება.

ძალიან დიდი ალბათობით ინგლისურ კლუბს გაისად ალექსის სანჩესი დატოვებს და "მეთოფეები" 30 წლის ბელგიელს სწორედ მის შემცვლელად განიხილავენ.

ბრიტანული გამოცემა "The Mirror" იტყობინება, რომ "არსენალი" მერტენსს აქამდეც აკვირდებოდა და მის გადაბირებას კიდევ ერთხელ მომდევნო წლის ზაფხულში შეეცდება.

დრის მერტენსი ნეაპოლურ კლუბში გასული სეზონიდან მოყოლებული ფენომენალურად გამოიყურება. ახალ კამპანიაში მან 8 მატჩის ჩატარება მოასწრო, რომლებშიც 7 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები