თორნიკე ოქრიაშვილი: "შევეცდებით მონატრებულ გულშემატკივრებს იმედი არ გავუცრუოთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

თორნიკე ოქრიაშვილი: "შევეცდებით მონატრებულ გულშემატკივრებს იმედი არ გავუცრუოთ"


თორნიკე ოქრიაშვილი:

ხვალ რუსეთის პრემიერლიგაში ტურის მატჩის _ მეორეადგილოსანი კრასნოდარი შინ ლიდერ ზენიტს დაუხვდება. ქართველ გულშემატკივრებს კარგად ეხსომება ამ გუნდების შეხვედრა გასულ წელს, როდესაც თორნიკე ოქრიაშვილმა ულამაზესი „მაკრატელა“ გაუტანა მეტოქეს.

ეს უკვე ჩავლილია ამბავია და თორნიკე ამჯერად მომავალ დაპირისპირებაზე საუბრობს.

"ზენიტზე ბევრი არაფერია სალაპარაკო. ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც მსოფლიო დონის მწვრთნელი ჰყავს. ეს არის გუნდი, რომელიც უმაღლეს მიზნებს ისახავს ყველა ტურნირში, სადაც კი ასპარეზობს. მე ვუყურე პიტერელთა ბოლო თამაშებს და შთამბეჭდავად ირჯებიან. თუმცა, ჩვენც შეგვიძლია კარგი ფეხბურთის თამაში და იმედი მაქვს, საკუთარ მოედანზე გავიმარჯვებთ. კალენდარი ისეა შედგენილი, თითქმის ერთი თვეა, საკუთარ კედლებში არ გვითამაშია და ჩვენი გულშემატკივრები მონატრებულნი არიან მატჩებს. მჯერა, მხარდაჭერა ისეთივე მხურვალე იქნება, როგორც ზენიტთან შარშანდელ საშინაო შეხვედრაში გვქონდა და შევეცდებით, ქომაგს იმედი არ გავუცრუოთ", - წერია ოქრიაშვილის სიტყვები კლუბის ვებგვერდზე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები