მილინკოვიჩ-სავიჩისთვის ბრძოლაში პსჟ-ც ჩაერთო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მილინკოვიჩ-სავიჩისთვის ბრძოლაში პსჟ-ც ჩაერთო


მილინკოვიჩ-სავიჩისთვის ბრძოლაში პსჟ-ც ჩაერთო

რომის "ლაციოს" უნიჭიერესი ნახევარმცველით, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩით, "პარი სენ ჟერმენიც" დაინტერესდა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, პარიზული კლუბის ახალი სპორტული დირექტორის, ანტეროს, მთავარი სამიზნე მომდევნო წლის ზაფხულისთვის 22 წლის სერბი იქნება.

მილინკოვიჩ-სავიჩმა გასული სეზონის მეორე ნახევარი "ლაციოში" შესანიშნავად ჩაატარა და არაერთი ევროპული ტოპ-კლუბის ყურადღება მიიქცია, მათ შორის "მანჩესტერ სიტი" და მიუნხენის "ბაიერნიც" არიან.

სერგეის მოქმედი კონტრაქტი რომაულ კლუბთან 2022 წლამდეა გათვლილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები