ვერატი: "ვფიქრობ, პსჟ ნეიმარის გარეშეც კარგი გუნდია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვერატი: "ვფიქრობ, პსჟ ნეიმარის გარეშეც კარგი გუნდია"


ვერატი:

საფრანგეთის ჩემპიონატის გასული ტურის მატჩი "მონპელიესა" და "პსჟ"-ს შორის, ფრედ 0:0 დასრულდა.

პარიზელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ნეიმარმა, ამ მატჩში ვერ ითამაშა, რაზეც კომენტარი მარკო ვერატიმ გააკეთა.

"ყველა ფიქრობს, რომ პსჟ ნეიმარის გარეშე, იგივეა, რაც ბარსელონა მესის, ან რეალი რონალდუს გარეშე, მაგრამ ეს ასე არ არის.

ჩემი აზრით, პსჟ ნეიმარის გარეშეც დიდი გუნდია და ის, რომ მონპელიეს ვერ მოვუგეთ, მისი არყოფნის ბრალი ნამდვილად არ არის.

მონპელიესთან ძალიან რთული თამაში გამოვიდა. მეტოქემ სივრცეები არ მოგვცა და კარგად ითამაშა", - აცხადებს ვერატი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები