ვალვერდე: "მესი არის ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის სივრცე უნდა მისცე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვალვერდე: "მესი არის ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის სივრცე უნდა მისცე"


ვალვერდე:

"ხირონასა" და "ბარსელონას" დაპირისპირების შემდეგ, კომენტარი კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა და ლეო მესიზე ისაუბრა.

"მესი არის ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის სივრცეები უნდა შეუქმნა და დანარჩენი თვითონ იცის.

ჟირონასთან მატჩში ძირითადად ინდივიდუალური თამაში მიდიოდა, რაც ჩვენთვის კარგი იყო და ეს შედეგზეც აისახა", - აცხადებს ვალვერდე.

"ბარსელონამ" მეტოქე 3:0 გაანადგურა და კონკურენტ მადრიდის "რეალთან" უპირატესობა კვლავ 7 ქულამდე გაზარდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები