დიეგო სიმეონე: "ატლეტიკოს სატრანსფერო ბანს დადებითი მხარეც აქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დიეგო სიმეონე: "ატლეტიკოს სატრანსფერო ბანს დადებითი მხარეც აქვს"


დიეგო სიმეონე:
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს თქმით, მისი გუნდის სატრანსფერო ბანს დადებითი მხარეც აქვს.

მოგეხსენებათ, მადრიდულ გუნდს სატრანსფერო დისკვალიფიკაცია 2018 წლის იანვრამდე აქვს.

"სატრანსფერო ბანი ძალიან ცუდია ჩვენთვის, თუმცა კარგი მხოლოდ იმიტომაა, რომ დისკვალიფიკაციის მოხსნის შემდეგ, გუნდში ბევრი ადგილი გვექნება და ფეხბურთელების დამატება შეგვეძლება.

მაგალითად, დიეგო კოშტა ჩვენთვის კარგი შენაძენია და მომავალი წლიდან ის აუცილებლად დაგვეხმარება", - აცხადებს სიმეონე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები