ალეგრი: "რატომ დავსვი იგუაინი სათადარიგო სკამზე?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალეგრი: "რატომ დავსვი იგუაინი სათადარიგო სკამზე?"


ალეგრი:

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, "ტორინოსთან" გუშინდელი მატჩის შემდეგ გონსალო იგუაინის თადარიგში დატოვება ახსნა.

"როგორც იქნა უფრო მეტი ვიმოძრავეთ. ეს კარგი თამაში იყო, საწყისი 20 წუთის ჩათვლით, ხოლო მას შემდეგ, რაც "ტორინო" მოედანზე 10 კაცით დარჩა, მატჩი სრულიად ჩვენი კონტროლის ქვეშ იყო.

წინ ბევრი თამაშია, ამიტომ ვარჩიე, რომ იგუაინს დაესვენა. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ ცუდი და კარგი პერიოდები თითოეულ ჩვენგანს აქვს. დროულ ტაიმ-აუტს ყველა ფეხბურთელი იღებს.

ამ საღამოს გონსალოს სათადარიგო სკამზე დატოვება გადავწყვიტე. ამ სეზონში მან ორი ბურთი უკვე გაიტანა და კიდევ ბევრს გაიტანს. მას ახლა უბრალოდ სიმშვიდე სჭირდება", - აღნიშნა ალეგრიმ.

იგუაინის გარეშე ტურინულმა გრანდმა დერბი საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო (4:0) და სერია ა-ს კვლავ "ნაპოლისთან" ერთად ლიდერობს.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი მასიმილიანო ალეგრი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები